ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ უმაღლესი ლიგის ბინადარი გუნდები. გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს ლანჩხუთის "გურიამ" და ფოთის "კოლხეთმა". შეხვედრა მეგობრული შედეგით, ფრედ - 1:1 დასრულდა.
როგორც "გურიას" ფეისბუქგვერდი იტყობინება, ანგარიში პირველ ნახევარში ფოთელმა ფეხბურთელებმა გახსნეს. გოლის გატანა კი ვახტანგ კვარაცხელიამ შეძლო. გურულებმა მატჩი შოთა ჯიქიას გოლით გადაარჩინეს, რომელიც ამ გუნდს სწორედ "კოლხეთიდან" შეუერთდა.







