მუსიკოსი თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე აკეთებს კომენტარს. მისი თქმით ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი მის მიმართ შეუსაბამოდ მოქმედებდა.
“გასულ წელს X ფაქტორში მივიღე სერთიფიკატი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლება მომეცა. დიდი მადლობა ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანს, თუმცა დღეს ვეღარ ვხვდები, მოვიგე თუ წავაგე. დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა ფონოგრამაზე სიმღერა, რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას. აღნიშნული პირი მესაუბრა უსახსრობაზე, უფულობაზე. არ გვაფინანსებენო და შემპირდნენ, მაჭმევდნენ და წყალს დამალევინდნენ, რაც შეურაცხყოფაა არამარტო ჩემთვის, არამედ მუსიკოსების მიმართ. ძალიან მინდა, ეს ამბავი მივიდეს მთავარ ორგანიზატორამდე”, - განაცხადა თორნიკე ყიფიანმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.







