ფეხბურთი

15:11 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი და "ვერდერი"

თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა, გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის "ვერდერში" გადავიდეს. "ბერემენ მუსიკოსთა" მხრიდან დაინტერესებას "დინამო" ადასტურებს. აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპუნაშვილი კონტრაქტსი დეტალების შესათანხმებლად გერმანიაში გაფრინდა, თუცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

გიორგი პაპუნაშვილის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში დებიუტი კი 2013 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში მან უმაღლეს ლიგაში 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა. გერმანიის ბუნდესლიგა ქართველი ფეხბურთელებისთვის ნაცნობი გარემოა. ლევან კობიაშვილს "ბუნდესლიგაში" 351 მატჩი აქვს გამართული, რაც ლეგიონერებს შორის ამ ჩემპიონატის ისტორიაში მეორე მაჩვენებელია პერუელი კლაუდიო პიზაროს შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174226