35 წლის პუერტო რიკოელი გამთამაშებელი კარლოს აროიო “ბარსელონაში” გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. აროიომ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელსეკრულების სხვა დეტალები უცნობია.
აროიო განვლილ სეზონში სტამბოლის “გალათასარაის” ღირსებას იცავდა. გამთამაშებელს უწინ “ტორონტოში”, “დენვერში”, “დეტროიტში”, “ორლანდოსა” და “ბოსტონში” უთამაშია.
35 წლის კალათბურთელი ნბა-ში თამაშის დროს საშუალოდ ერთ მატჩში 6.6 ქულას და 3.1 პასს აკეთებდა.









