ფეხბურთი

22:25 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგმა” შიპლოკი დაიმატა

“ჰოფენჰაიმის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სვენ შიპლოკი კარიერას “ჰამბურგში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “დინოზავრების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბში 2018 წლამდე დარჩება. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ფეხბურთელის სანაცვლოდ “ჰოფენჰაიმმა” 1.75 მილიონი ფუნტი მიიღო.

სვენი “სოფლელების” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 83 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087661