ავტოსპორტი

0:45 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის პრაქტიკები და „შეშინებული“ პერესი

უნგრეთის დიდი პრიზის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი ისევ ლუის ჰამილტონია, ვისაც უნგრეთშ ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მეორე სესიაზე მან წამზე მეტით გააუმჯობესა თავისივე შედეგი. საინტერესოა, რომ ორივე სესიის ჯამში, მეორე და მესამე საუკეთესო დროები „რედ ბულის“ პილოტებს, დანილ კვიატს და დანიელ რიკარდოს ჰქონდათ.

პირველ პრაქტიკაზე სერიოზული ინციდენტი ჰქონდა სერხიო პერესს, რომელსაც სავარაუდოდ, უკანა საკიდარი დაუზიანდა. მექსიკელმა ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და ზღუდეს შეეჯახა, რის შემდეგაც, მანქანა ამოყირავდა. ბედად, პერესს არაფერ მოსვლია და მან კოკპიტი დამოუკიდებლად დატოვა. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გადაიყვანეს ტრეკის სამედიცინო ცენტრში.

ჰუნგარორინგზე მიმდინარე სეზონი ეკვატორს გადალახავს, რის შემდეგაც, გუნდებს „სავალდებულო“ არდადეგები ეწყებათ. მართალია, ამ დროს გუნდებს მანქანის სრულყოფაზე მუშაობის უფლება არ აქვთ, მაგრამ ბელგიასა და იტალიაში ბევრი მათგან ბევრი სიახლეა მოსალოდნელი. და სანამ არდადეგები დაიწყება შეგახსენებთ, რომ 9 ეტაპის შემდეგ, ჰამილტონი ნიკო როსბერგს 17 ქულას უგებს.

რაც შეეხება პერესის ინციდენტს, „ფორს ინდიამ“ ამის შემდეგ ნიკო ჰულკენბერგიც გააჩერა, რათა მისი მანქანის შემოწმება ჩაეტარებინა. ინდური გუნდი იმედოვნებს, რომ მესამე პრაქტიკისთვის, ორივე მანქანა სარბოლოდ მზად იქნება. „მართლა ძალიან ცუდი ინციდენტი იყო, ძალიან არ გამიმართლა. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ახლა ყველაფერს დაწვრილებით შევამოწმებთ“, - განაცხადა პერესმა.

აღსანიშნავა, რომ ყველა ბოლიდს წარწერა ჰქონდა - „ჩაო ჟიულს“, რითაც გუნდებმა და პილოტებმა პატივი მიაგეს ჟიულ ბიანკის ხსოვნას. ფრანგი პილოტი, იაპონიის შარშანდელი რბოლისას მომხდარი ავარიის შემდეგ, კომაში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის სამშაბათს, ნიცაში მიაბარეს მიწას. ბოლო გზაზე კოლეგა პილოტებმა გააცილეს. 1994 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფ1-ის პილოტი, რბოლისას მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ბიანკი 25 წლის იყო.

პირველი პრაქტიკა დასრულებული არ იყო, რომ ინციდენტი კიმი რაიკონენსაც შეემთხვა - მის „ფერარის“ წინა ანტი ფრთა მოსტყდა. ტრასაზე ნამსხვრევები მიმოიფანტა და სესია ისევ შეწყდა. არადა, მის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა. მომხდარის მიუხედავად, ფინელმა მაინც მესამე საუკეთესო დრო აჩვენა.

პირველ სესიაზე, „ლოტუსის“ ბოლიდთ, ტრასაზე ბრიტანელი ჯოლიონ პალმერი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან „პირელიმ“ გუნდს საბურავები არ მიაწოდა. მიზეზი - ფულის გადაუხდელობა. თუმცა პრობლემა მეორე სესიისთვის მოგვარდა, ოღონდ პალმერის ნაცვლად, თავის ბოლიდს რომენ გროჟანი დაუბრუნდა.

უნგრეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:25.141
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:25.250
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:25.812
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.053
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:26.070
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:26.395
  7. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:26.727
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:26.776
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:26.825
  10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:26.934
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:27.272
  12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.308
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.317
  14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:27.381
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:27.409
  16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:27.732
  17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:28.568
  18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:29.693
  19. ფაბიო ლაიმერი (შვეიცარია, მენორი) 1:30.631
  20. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი) დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:23.949
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:24.300
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:24.451
  4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.668
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:25.134
  6. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:25.599
  7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:25.660
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:25.752
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:25.881
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:25.920
  11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:25.935
  12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.994
  13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:26.090
  14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:26.379
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:26.442
  16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:26.831
  17. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:29.113
  18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:29.115
  19. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) დროის გარეშე
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) დროის გარეშე

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101636