ფეხბურთი

10:43 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკამ ოქროს თასი მეშვიდედ მოიგო (VIDEO+PHOTO)

მექსიკის ეროვნული ნაკრების კონკაკაფის ოქროს თასის გამარჯვებული მეშვიდედ გახდა. ფინალში მიგელ ერერას შეგირდებმა იამაიკის გუნდი 3:1 დაამარცხეს (VIDEO).

შეხვედრაში ანგარიში პსვ-ს ნახევარმცველმა ანდრეს გუარდადომ 30-ე წუთზე გახსნა. “ტვენტეს” ნახევარმცველმა ხესუს მანუელ კორონამ ორბურთიანი სხვაობა მეორე ტაიმის საწყის წუთში დააფიქსირა. მექსიკური გუნდის “ამერიკას” თავდამსხმელმა ორიბე პერალტამ კი მე-60 წუთზე მესამე გოლი გაიტანა – 3:0. იამაიკელებმა პრესტიჟის გოლი 79-ე წუთზე გაიტანეს, სხვაობა ორამდე “ვანკუვერის” თავდამსხმელმა დარენ მატოკმა დაიყვანა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს გუარდადო დაასახელეს. საუკეთესო მეგოლე კლინტ დემპსი 7 გატანილი გოლით გახდა. აშშ-ს მეკარე ბრედ გუზანი საუკეთესო მეკარედ სცნეს. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მექსიკელ ხესუს კორონა გადაეცა. ფეირ ფლეის ჯილდო კი იამაიკას ერგო.

იამაიკა გახდა პირველი ქვეყანა კარიბის ზღვის აუზიდან, რომელიც ოქროს თასის ფინალში გავიდა. მექსიკა ოქროს თასის გარდა, კონკაკაფის ჩემპიონატის გამარჯვებული სამჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086427