ფეხბურთი

10:48 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძემ ამჯერად ვერ გაიტანა

დანიის სუპერლიგაში მეორე ტურის მატჩი გამართა "ორჰუსმა", რომლის ღირსებასაც ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე იცავს. პირველი ტურისგან განსხვავებით, მათემ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა, "ორჰუსი" კი სტუმრად "ვიბორგს" დაუზავდა, 0:0. ვაწაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა, ხოლო 66-ე წუთზე არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ერთი კვირის წინ, მათემ "ბრონდბიუს" კარი ორჯერ აიღო და მაშინ თავისიანებს მოაგებინა. ვაწაძის გუნდი ორი ტურის შემდეგ 4 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106196