საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ზღვისპირელებმა ამჯერად მორიგი სპარინგი ქვედალიგელ ოზურგეთის "მერცხალთან" გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვეს.
თავიდან ხინთიბიძის გოლით გურულები დაწინაურდნენ, მაგრამ აჭარულმა კლუბმა გიორგი გაბედავასა და დიმიტრი ტატანაშვილის გოლებით გამარჯვება მოიპოვა. "დინამოს" რიგებში დებიუტი ჰქონდა პორტუგალიელ ახალწვეულ ალბერტო ვიეირას, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.









