ძიუდო

21:04 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურბანისმაილოვი ფესტივალის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე, ძიუდოში 81 კგ წონით კატეგორიაში მურად ყურბაინსმაილოვი ოქროს მფლობელი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში რუსმა ძიუდოისტმა სლოვაკი მიროსლავ კოპისი (Miroslav Kopis) იპონით დაამარცხა.

დაძაბული დაპირისპირების მეორე წუთზე ყურბაისმაილოვმა ეფექტური გდებით მომგებიანი ქულა გააკეთა.

ფინალამდე ჩემპიონმა ბრიტანელ ჰარი ლოველჰიუიტს (Harry Lovellhewitt), პორტუგალიელ ჯეიმ სანტოსს (Jaime Santos) და ჰოლანდიელ იან რეინტიენსს (Jan Reijntjens) მოუგო, ხოლო ვერცხლის პრიზიორმა კი სლოვენიელი ოლეკსეი იანსკოვსკი (Oleksiy Yanskovskyy), ესპანელი კევინ რამირესი (Kevin Ramirez), პოლონელი მიხალ იაცკევიჩი (Michal Jackiewicz) და უნგრელი აპორ ტოთი (Apor Toth) დაამარცხა.

მურად ყურბანისმაილოვმა რუსეთის დელეგაციას მე-12 ოქროს მედალი მოუპოვა.

http://tbilisi2015.com/

0.172923