როგორც O Jogo იუწყება, დანი ოსვალდო ახლოსაა “პორტოში” გადასვლასთან. არგენტინელსა და პორტუგალიურ კლუბს შორის მოლაპარაკებები დასრულების სტადიაშია.
ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი “ინტერში” გაატარა, შემდეგ კი “ბოკა ხუნიორსში” გადავიდა. იტალიის სერია ა-ს 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, არგენტინის პრიმერა დივიზიონის 11 მატჩში კი 3-ჯერ გამოიჩინა თავი.
დანი ოსვალდო იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, თუმცა არგენტინული კლუბების “ლანუსის”, “ბანფილდისა” და “ურაკანის” აღზრდილია, პროფესიული საფეხბურთო კარიერა “ურაკანში” დაიწყო და შემდეგ ითამაშა ევროპაში.







