22 წლის ქართველი ფეხბურთელი ბაგრატ კოღუაშვილი ხარაგაულის “ჩხერიმელას” არ დატოვებს. ამპლუით მცველი წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს “ჩხერიმელაში” გაივლის, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობს.
როგორც ფეხბურთელმა worldsport.ge – თან საუბარში აღნიშნა, მოწესრიგდა კლუბის ბაზა და მოთამაშეები ბაზაზე ცხოვრების პირობებით უზრუნველყვეს, თავად ფეხბურთელი კი კლუბს 6 აგვისტოს შეუერთდება.
კოღუაშვილი 2012-14 წლებში ტყიბულის “მეშახტეს” ფეხბურთელი იყო, გარკვეული პერიოდი ქუთაისის “ტორპედოს” დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, გასული სეზონში კი “ჩხერიმელასთვის” ითამაშა.









