ფეხბურთი

16:50 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელები ტყუილში ამხილეს

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-მ “ლიონი” დაამარცხა (2:0), რამდენიმე იტალიურმა საინფორმავიო საშუალებამ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამატჩევს პარიზული კლუბის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მათთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს იყო მისი ბოლო მატჩი პსჟ-ს მაისურით.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ვემზადები. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩში იყო პსჟ-ს შემადგენლობაში” - წერენ ჟურნალისტები.

მოგვიანებით საქმეში Goal-ი ჩაერთო, რომელიც ირწმუნება, რომ ნამატჩევს ზლატანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია და ზემოთ მოყვანილი ციტატა მოგონილია.

შვედის შეძენას აქტიურად ცდილობს იტალიური “მილანი”. მის მიმართ ინტერესს “რომა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “გალათასარაი”, “ფენერბახჩე” და მლს-ის კლუბებიც იჩენენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.183889