საქართველოს უმაღლესი ლიგაში დაწინაურებული თბილისის "ლოკომოტივი" "ალ ჯაზირას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. საუდის არაბეთის გუნდის მხრიდან გოლები მაბხუთმა (27 წ) და მირკო ვუჩინიჩმა (30, 42) გაიტანეს. ლოკომოტივის მხრიდან კი კიკნაძემ 89-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისური გუნდის თავკაცმა ვასილ მაისურაძემ ამხანაგურ შეხვედრაში შემდეგი ფეხბურთელები გამოიყენა:
კუპატაძე, გაბაძე, გაგნიძე (გეთიაშვილი 62), მაკასარაშვილი (ხიდეშელი 73), ქიქავა (დიასამიძე 73), ღვინიაშვილი, არველაძე (ჩიხლაძე 46), არდაზაზიშვილი (ართმელაძე 46), თექთურმანიძე (ბენაშვილი 73), ქანთარია (კიკნაძე 73).





