Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” ანხელ დი მარიას შემცვლელს ეძებს.
არგენტინელი უკვე ყატარშია, სადაც ფრანგული პსჟ-სთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერიც დასრულდა. დი მარიას სანაცვლოდ ფრანგები 44 მილიონ გირვანქა სტერლინგს (62,5 მილიონი ევრო) გადაიხდიან.
დი მარიას შემცვლელად ინგლისელები “ბარსელონას” ფორვარდ პედროს განიხილავენ. ცნობილია, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 32,5 მილიონი ევროა.







