თამაშგარე

18:48 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ მენდეშს კუნძული აჩუქა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის აგენტ ხორხე მენდეშს საქორწინო წვეულებაზე საბერძნეთის კუნძული აჩუქა.

ბერძნული გამოცემების ინფორმაციით, ნაჩუქარ კუნძულს სახელი არ აქვს, სამაგიეროდ მილიონობით ევრო ღირს.

ესპანური მედია იუწყება, რომ მადეირელმა მილიონერმა შვებულება ბერძნულ კუნძულზე გაატარა და ამიტომაც განიზრახა აგენტისთვის ძვირფასი საჩუქრის გაკეთება.

საბერძნეთში კუნძულები გაყიდვაშია. ამ პროცესს ვებგვერდი privateislendsonline.com აწარმოებს და ერთი კუნძულის საშუალო ფასი 3 მილიონ ევროს შეადგენს.

მენდეში თავის პარტნიორ სანდრა ბარბოსაზე დაქორწინდა. წვეულება პორტუში გაიმართა და ესწრებოდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან: სერ ალექს ფერგიუსონი, ფლორენტინო პერესი, რომან აბრამოვიჩი, “ბენფიკას” პრეზიდენტი ლუიშ ფელიპე ვიეირა.

ხორხე მენდეში პორტუგალიაში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია. რონალდუს აგენტის ქონება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

0.092087