ფეხბურთი

11:54 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უორისი “ტრაბზონიდან” “ლორიანში” გადავიდა

განელი თავდამსხმელი აბდულ მაჯიდ უორისი, რომელიც აქამდე თურქეთის “ტრაბზონსფორში” გამოდიოდა, კარიერას ფრანგულ “ლორიანში” გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული საფეხბურთო კლუბის “ტვიტერი” იუწყება.

“ტრაბზონსფორმა” უორისის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო. მან “ლორიანთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში, განელმა თურქულ კლუბში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100197