სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სალომონ რონდონი კარიერას “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “ბულბულების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
25 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 2019 წლამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვენესუელელი მოთამაშის სანაცვლოდ, “ვესტ ბრომვიჩმა” 12 მილიონი ფუნტი გაიღო, რითაც რონდონი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.
რონდონი “ზენიტში” 2014 წლის ზამთარში გადავიდა “რუბინიდან” და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 57 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა.







