პორტუგალიური “ბენფიკას” არგენტინელმა ნახევარმცველმა ნიკოლას გაიტანმა ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დახურვამდე შესაძლოა გუნდი გამოიცვალოს.
A Bola-ს ცნობით, “არწივებს” ხელთა აქვთ “მანჩესტერ იუნაიტედის” 30-მილიონ ევროიანი შეთავაზება. აღსანიშნავია, რომ “წითელი ეშმაკები” 27 წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.
ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდება. სამაგიეროდ, პრესა ირწმუნება, რომ ინგლისელებთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ამოქმედდება სათადარიგო გეგმა და ნიკოლასი ესპანურ “ვალენსიაში” გადავა. აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება კლუბისა და პირადად გაიტანის მოლაპარაკებაზე. არგენტინელი ამბობს, რომ ვერ ხედავს აზრს “ბენფიკადან” იგივე დონის გუნდში გადავიდეს, რა თქმა უნდა თუ პირადად მას ფინანსური მდგომარეობა არ გაუუმჯობესდება.





