ფეხბურთი

19:07 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: “გიოტცე და მიულერი რჩებიან, დე ბრუინეს არ ვყიდულობთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უარყო გავრცელებული ხმები, რომ თითქოსდა კლუბი მარიო გიოტცესა და ტომას მიულერს ყიდის.

პირველის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩებს, ხოლო მეორეს თვალი “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაადგა. გარდა ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ “ვოლფსბურგიდან” კევინ დე ბრუინეს შეძენას არ აპირებს. ამრიგად, ბელგიელის შეძენის მსირველად მხოლოდ “მანჩესტერ სიტი” რჩება.

“მარიო გიოტცე დანამდვილებით რჩება... ტომას მიულერიც. რაც შეეხება კევინ დე ბრუინეს, ჩვენ მას არ შევიძენთ. წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა ხმები ამ ტრანსფერების შესახებ, რადგან მათ რეალობასთან” არაფერი აკავშირებთ” - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082034