კალათბურთი

14:01 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიამ მწირქულიან მატჩში იმარჯვა

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მოსამზადებელ ციკლში 100%-იანი შედეგი აქვს.

მარიან სრბინოვსკის შეგირდებმა აგვისტოში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმეს, თუმცა, ამჯერად, ძველებურად დამაჯერებელნი არ ყოფილან: არცთუ ძლიერ ვენესუელასთან მატჩი მწირქულიანი გამოდგა და ევროპელებმა 55:52 იმარჯვეს.

მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი ტრაიკოვსკი იყო 10 ქულით, სამარძისკიმ და სიმონოვსკიმ კი 9-9 ქულა მიითვალეს.

მაკედონიის ნაკრებს მოსამზადებელ ციკლში კიდევ არაერთი მატჩი ელის.

ქართველთა მომავალი მეტოქე 18 და 19 აგვისტოს კაუნასში, შესაბამისად, თურქეთს და ლიტვას ეთამაშება, 22-ში ლოგრონოში ესპანეთთან თამაშია, 28 და 29 აგვისტოს კი, ლატვიაში მასპინძლებთან შეხვედრებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093772