ფიფას საპატიო ვიცე-პრეზიდენტმა, სამხრეთ კორეის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა მმართველმა და პოლიტიკოსმა ჩონ მონჯუნმა ფიფას საპრეზიდენტი არჩევნებზე თავისი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება აზიელმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს ამცნო.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 28 თებერვალს ციურიხში გაიმართება. ფიფას მმართველმა იოზეფ ბლატერმა პოსტი მიმდინარე წლის ივნისში დატოვა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ არჩევნებამდე კვლავ ორგანიზაციის სათავეში იქნება.







