ფეხბურთი

16:42 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” ტოვენი გაიხსენა

“მარსელის” ნახევარმცველი ფლორიან ტოვენი დიდი ალბათობით კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში, “ნიუკასლში” გააგრძელებს.

“კაჭკაჭებს” ახალგაზრდა ფრანგის შეძენა ჯერ კიდევ ორი წლის წინ სურდათ. მაშინ ის “ლილის” ღირსებას იცავდა და ინგლისელები მზად იყვნენ 10 მილიონი ევრო გადაეხადათ.

RMC-ს ცნობით, ახლა “ნიუკასლი” 22 წლის ფეხბურთელში 17 მილიონ ევროს იხდის და მზადაა “მარსელში” განათხოვრების წესით რემი კაბელა გაუშვას. ლიგა 1-ის გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში ტოვენმა 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159375