“მიუხენგლადბახის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა შვედეთის ეროვნული ნაკრების მცველ ოსკარ ვენდტს ახალი ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ფეხბურთელი გუნდში 2018 წლის ივლისამდე ითამაშებს.
ვენდტი “ბორუსიაში” 2011 წელს “კოპენჰაგენიდან” გადაბარგდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.





