“ბარსელონას” უსიამოვნებები 2 მატჩის ჯამში ბილბაოს “ატლეტიკთან” ესპანეთის სუპერთასის დათმობით არ შემოიფარგლება. “კამპ ნოუზე” ჩატარებული საპასუხო მატჩის 55-ე წუთზე კატალონელთა მცველი ჟერარ პიკე ლაინსმენს მიეჭრა და მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილომ, შენი მსუბუქი ყოფაქცევის დედაცო, უთხრა...
ცხადია, ეს ფაქტი მატჩის მთავარ არბიტრს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და პიკეს ცხვირწინ უმალ წითელი ბარათი აუფრიალა. ახლა გვერდითი მსაჯის მშობლის აუგად მხსენებელი ჟერარი სადისციპლინო კომიტეტის წინაშე წარსდგება და დიდი ალბათობით, 12 მატჩიან დისკვალიფიკაციასაც მიუსჯიან...






