გასულ უიკ-ენდზე დიეგო არმანდო მარადონა ტუნისს სტუმრობდა, სადაც 72 წლის არბიტრი ალი ბენასერი მოინახულა. სწორედ ეს რეფერი სჯიდა 1986 წლის არგენტინა-ინგლისის მეოთხედფინალურ პაექრობას და არგენტინელთა ვარსკვლავის მიერ ალბიონელთა კარში ხელით გატანილი ბურთი ჩათვალა.
მარადონამ 29 წლის წინანდელი ამბის გამო ბენასერს მოუბოდიშა და აფრიკელს არგენტინის ეროვნული გუნდის მაისურა აჩუქა წარწერით: “ჩემ მეგობარ ალის”.









