"კაცური გარჩევები" როგორც ჩანს არც ქალთა ფეხბურთშია უცხო, რაზეც ეკვადორის ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატის ერთ ერთი მატჩის შემდეგ მომხდარი ფაქტი მეტყველებს. "კოტოპაქსმა" "ესმერალდასს" 3:2 მოუგო, შეხვედრის საფინალო სასტვენის მერე კი წაგებულმა ფეხბურთელებმა ჯავრი მეტოქეზე და მსაჯებზე ხელჩართული ჩხუბით იყარეს.







