კალათბურთი

14:14 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრები 3X3 კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს ისრაელის ძლევით დაემშვიდობა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქართველები საკმაოდ ძლიერ ისრაელს შეხვდენენ და დამაჯერებელი სხვაობით – 19:15 სძლიეს.

სამწუხაროდ, ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საქართველო ჯგუფის საუკეთესო ორ გუნდში გასულიყო და ბრძოლა პლეი ოფში გაეგრძელებინა. ბელარუსმა და თურქეთმა ჯგუფში 1-2 ადგილები დაიკავეს და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.

შეგახსებენთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 21 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის საწყისი 2 შეხვედრა ბელარუსთან (10:18) და თურქეთთან (11:19) წააგო. ქართველების დარად ამ გუნდებთან წააგო ისრაელმაც, თუმცა გაცილებით დაძაბულ ბრძოლაში. ებრაელებმა თურქეთთან ბრძოლა 1 ქულით – 18:19 დათმეს, ხოლო მასპინძელ ბელარუსებთან მატჩი 19:21 წააგეს.

სწორედ ასეთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა საქართველოს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, თუმცა ეს მატჩი უმოტივაციო გახლდათ და წარმატების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095187