სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:43 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" არაჩემპიონურად დაიწყო, იოვეტიჩი სამქულიანია (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსში” მიმდინარე ზაფხულში დიდი ცვლილებები მოხდა. დასკვნების გამოტანა რა თქმა უნდა, ნაადრევია და თანაც, მასიმილიანო ალეგრის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა (მარკიზიო და ხედირა), მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდს ანდრეა პირლოს ფანტაზია აშკარად დააკლდა. დააკლდა მისივე შესრულებული სტანდარტულები. თავად განსაჯეთ, ტურინულ გრანდში “უდინეზესთან” გამართულ მატჩში ვერ გამოიძებნა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც კუთხურს ხეირიანდ მოაწვდიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ ხელსაყრელ საჯარიმო დარტყმებზე, რომელიც პოლ პოგბამ იმდენად უხერიოდ შეასრულა, რომ პუბლიკისგან სტვენაც კი დაიმსახურა – ეს ყველაფერი იმ გუნდში, სადაც ალესანდრო დელ პიეროსა და ანდრეა პირლოს უთამაშიათ (ბოლო 22 წლის განმავლობაში) უფრო უკან რომ არ წავიდეთ...

მატჩის ერთადერთი გოლი კი 77-ე წუთზე ფრანგმა სირილ ტერომ გაიტანა, როდესაც “ბებერი ქალბატონის” ერთობ ნაქები დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა. მომდევნო ტურში “იუვენტუსი” დედაქალაქში უშუალო კონკურენტს საჩემპიონო მარათონში, “რომას” ეწვევა და უფრო ნათლად გამოჩნდება ვის, რა შეუძლია... დღევანდელი მატჩით კი ის გამოჩნდა, რომ ალეგრის სამუშაო ჯერ კიდევ თავზე საყრელად აქვს. ბოლოსკენ “იუვეზე” ისიც ვთქვათ, რომ საკუთარ მოედანზე ბოლოს 2013 წლის იანვარში ჰქონდა წაგებული, როცა გენუის “სამპდორიამ” მაშინ ანტონიო კონტეს გაწვრთნილ გუნდს აჯობა.

ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო მილანის “ინტერმა”. რობერტო მანჩინის გუნდმა შინ ათკაციანი ბერგამოს “ატალანტა” მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გატეხა, როცა სტევან იოვეტიჩმა “ნერაძურიში” დებიუტი ძალზე ლამაზი და თანაც გამარჯვების მომტანი გოლით აღნიშნა.

სამაგიეროდ, წააგო “მილანმა”. “როსონერი” ფლორენციაში, “ფიორენტინასთან” უქულოდ დარჩა. მასპინძლებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი სტანდარტებიდან გაუტანეს. მარკოს ალონსომ ჯარიმით იხერია, იოსიპ ილიჩიჩმა – პენალტით.

ერთი ტურის შემდეგ ასევე უქულოდ დარჩა ამბიციური “ნაპოლი”. სამხრეთელებმა “სასუოლოსთან” მატჩი რიხით დაიწყეს, მაგრამ ცუდად დაასრულეს. ჰამშიკის გოლს, მასპინძლებმა ფლორო ფლორესისა და ნიკოლა სანსონეს გოლებით უპასუხეს.

“სამპდორიამ” დებიუტანტი “კარპი” დაარბია. გენუელები პირველივე ტაიმში 5:0 დაწინაურდნენ, შემდგომ ოდნავ მოეშვნენ და მეტოქეს ორი გოლის გატანის საშუალება მისცეს.

“იუვენტუსი” – “უდინეზე” 0:1 (0:0)(VIDEO)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38.697

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (ისლა 81), პერეირა (ლორენტე 79), პაოდინი, პოგბა, ევრა; კომანი (დიბალა 64), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, პირისი; ედენილსონი (ვიდმერი 86), ბადუ (კონე 53), ფერნანდესი, იტურა, ადნანი; დი ნატალე (ძაპატა 66), ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გაფრთხილება: პადოინი (39) - პირისი (15), ჰეტრო (35), ადნანი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ემპოლი” – “კიევო” 1:3 (1:0)(VIDEO)

ემპოლი, “კასტელანი”

მაყურებელი: 9.000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, მარტინელი, ბარბა, მარიო რუი; კროჩე (სინიორელი 57), დიუსე (რონალდო 74), ზიელინსკი; საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 64), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; ბირსა (კაჩატორე 88), რადოვანოვიჩი (რიგონი 43), ჰეტემაი, კასტრო; მპოკუ (მეჯორინი 46), პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 საპონარა (7), 1:1 მეჯორინი (55), 1:2 ბირსა (60), 1:3 პალოსკი (64)

გაფრთხილება: საპონარა (65) - მეჯორინი (54), რიგონი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 12 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ფიორენტინა” – “მილანი” 2:0 (1:0) (VIDEO)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 33.904

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, რონკალია (ასტორი 59), როდრიგესი, ალონსო; ბადეი, ბორხა ვალერო; ჟილბერტო, ილიჩიჩი (სუარესი 67), ბერნარდესკი (მატი ფერნადესი 81); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; დე შილიო, ელი, რომანიოლი, ანტონელი; ბერტოლაჩი (ნოჩერინო 70), დე იონგი, ბონავენტურა; ჰონდა (ძაპატა 39); ბაკა (ჩერჩი 78), ლუის ადრიანო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 ალონსო (38), 2:0 ილიჩიჩი (56, პენ)

გაფრთხილება: რონკალია (31), ილიჩიჩი (45), ბერნარდესკი (59) – ელი (9, 36), ბონავენტურა (37), რომანიოლი (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 8 (0) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ფროზინონე” – “ტორინო” 1:2 (1:0) (VIDEO)

ფროზინონე, “სტადიო მატუზა”

მაყურებელი: 9.500

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი (ჩიოფანი 77), დიაკიტე, რუსო, კრიველო; პაგანინი, გორი, გუჩერი, სოდიმო (კარლინი 68); ლონგო (ვერდე 84), დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი (აკქუა 79), გაცი, ბაზელი (ვივესი 86), აველარი; მაქსი ლოპესი (მარტინესი 61), კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 სოდიმო (7), 1:1 კვალიარელა (59), 1:2 ბაზელი (65)

გაფრთხილება: დიონისი (90), ჩიოფანი (90) - პერესი (45), მაკსიმოვიჩი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 26 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:12 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ინტერი” – “ატალანტა” 1:0 (0:0)(VIDEO)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 37.042

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მურილო, ჟუან ჟესუსი; კონდოგბია, მედელი, გნუკური (ერნანესი 46); ბროჟოვიჩი (მანაი 86); პალასიო, იკარდი (იოვეტიჩი 15)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, კერუბინი, დრამე; კარმონა, დე რუნი, კურტიჩი; მორალესი (დ’ალესანდრო 64), დენისი (პინილია 24), გომესი (მილიაჩო 78)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლი: 1:0 იოვეტიჩი (90)

გაფრთხილება: პალასიო (36), მანაი (90) – მორალესი (46), კარმონა (66, 71), პინილია (82)

გაძევება: კარმონა (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 4 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“პალერმო” – “ჯენოა” 1:0 (0:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 22.608

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ელ კაუტარი; რისპოლი, რიგონი (ჰილიერმაკი 73), იაიალო, ჩოჩევი (ტრაიკოვსკი 33), ლაზაარი (დაპრელა 87); ვასკესი, ქუაისონი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; დე მაიო, ბურდისო, მარკეზე; სისოხო, კუჩკა, ტინო კოსტა (პანიკო 83), ლაქსალტი; ლაზოვიჩი (კაპელი 52, ტაკჩიდისი 69), პანდევი, ნტჩამი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლი: 1:0 ელ კაუტარი (90)

გაფრთხილება: ვიტიელო (29) – მარკეზე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 11 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“სამპდორია” – “კარპი” 5:2 (5:1) (VIDEO)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21.000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კასანი, სილვსტრე, კოდა, რეჯინი; ბარეტო, ფერნნადო, სორიანო (ვსჟოლეკი 83); ივანი; ედერი, მურიელი (კასანო 75)

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“კარპი” (3-5-1-1): ბრკიჩი; ბუბნიჩი, სპოლი, გალიოლო (დი გაუდიო 60); ლეტიცია (უოლესი 70), პორკარი, მარონე, ლაძარი, გაბრიელი; მატოსი; ლასანია (ვილჩეკი 56)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გოლები: 1:0 ედერი (14, პენ), 2:0 მურიელი (20), 3:0 მურიელი (30), ედერი (31), 5:0 ფერნანდო (37), 5:1 ლაძარი (38), 5:2 მატოსი (88)

გამოუყენებელი პენალტი: ლაძარი (90)

გაფრთხილება: კოდა (72), ივანი (76, 82) - ლეტიცია (13), პორკარი (36), მარონე (66)

გაძევება: ივანი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 24 (7) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მიკელ ფაბრი

“სასუოლო” – “ნაპოლი” 2:1 (1:1) (VIDEO)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 12.000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი (პოლიტანო 63), დეფრელი (ფალჩინელი 82), ფლორო ფლორესი (სანსონე 73)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ნაპოლი” (4-3-1-2): რეინა; მაჯო, ალბიოლი, ჩირკეში, ჰისაი; ჰამშიკი, ვალდიფიორი, ლოპესი; ინსინიე (ელ კადური 74); მერტენსი (კალეხონი 79), იგუაინი (გაბიადინი 63)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ჰამშიკი (3), 1:1 ფლორო ფლორესი (32), 2:1 სანსონე (84)

გაფრთხილება: მანიანელი (4), ბერარდი (45), სანსონე (86) – ჩირიკეში (18), ვალდიფიორი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 15 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

თეგებისერია  A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161903