ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსუბუქწონოსანმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ორი ეტაპი დაძლია და მერვედფინალში გავიდა.
შეჯიბრება პაპინაშვილმა ლიბანელი დამიან ზიადის ვაზარ-იუკოთი ძლევით გახსნა. მეთექვსმეტედფინალში კი ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს იუკოთი აუღო რევანში წლევანდელ ევროპირველობაზე განცდილი მარცხის გამო.
მომავალ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების წევრი ყაზახ რუსტამ იბრაიევს დაეჭიდება.
ვასილ მშვილდაძე







