ძიუდო

23:32 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას გარემონტებული შენობა და ფართი გადაეცემა

საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე 14 536 კვ.მ ტერიტორია და შენობა გადაეცემა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ფარგლებში გარემონტდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქართველი ძიუდოისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სავარჯიშო და საასპარეზო დარბაზს იმსახურებენ.

“ეს შენობა ჩვენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის გავარემონტეთ. საამისოდ ოთხ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ძიუდოისტები აქამდეც იმსახურებდნენ ასეთ დარბაზს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098866