კალათბურთი

13:12 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში პარდაუგავა გაანადგურა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა მოზარდებმა პარდაუგავას თანატოლთა გუნდს 44 ქულით – 94:50 სძლიეს.

ქართველებმა ლატვიაში პირველი მატჩი ქალაქ მადონას გუნდს 65:57 მოუგეს. ეს გახლდათ 2 მოსამზადებელი შეხვედრა ქალაქ ვალმეირას ტურნირისთვის. საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ვალმეირაში დღეს გადაინაცვლებს, სადაც 5-გუნდიან საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175649