მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ასიერ ილარამენდი კარიერას სან სებასტიანის “რეალ სოსიედადში” გააგრძელებს. ამის შესახებ მადრიდული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 25 წლის ფეხბურთელი ბასკურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო “სოსიედადს” მისი გამოსყიდვა 17 მილიონ ევროდ შეეძლება.
ასიერი უკვე სან სებასტიანშია და შესაძლოა, დღეს გუნდთან ერთადაც ივარჯიშოს.
“ძალიან გახარებული ვარ “სოსიედადში” დაბრუნებით”, - თქვა ფეხბურთელმა.
ილარამენდი “სოსიედადის” აღზრდილი გახლავთ და “რეალში” 2013 წელს სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. ბასკურ კლუბში ესპანელს ლა ლიგაში ჩატარებულ 54 მატჩში გოლი არ გაუტანია.





