ძიუდო

11:35 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი და მარგიანი წინ მიიწევენ

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და უშანგი მარგიანმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყისი ეტაპის შეხვედრები მოიგეს.

ევროპის 3-გზის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჭრიკიშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია და შესაბამისად, ყაზახეთშიც პირველ ნომრადაა განთესილი, საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი სამ წუთში დასცა ბეჭებზე. მეთექვსმეტედფინალში კი ყაზახ აზიზ კალკამანულის უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით (2:3) გასცდა.

მერვედფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე უნგრელი ლასლო სზოკნიაი იქნება.

მეორე წრითვე დაიწყო უშანგი მარგიანმაც და პოლონელ ლუკაშ ბლახს ზედ საფინალო გონგისას შესრულებული მახრჩობელათი გასცდა. მეთექვსმეტედფინალში კი უზბეკ იახიო იმამოვს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098778