დღეს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ევროპული საკლუბი ფეხბურთის მმართველმა უწყებმა ამ სეზონის წინ გუნდების კალათებში განთავსების წესი შეცვალა – პირველ კალათში იმ გუნდებს ვხედავთ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან.
ახალ სეზონში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება ესპანეთს – 5. საერთოდ, ეს ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. 4-4 გუნდით წარდგებიან ინგლისი და გერმანია, ხოლო იტალიას შარშანდელის მსგავსად მხოლოდ “იუვენტუსი” და “რომა” წარმოადგენს.
პირველად ითამაშებს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონი, “ასტანას” სახით.
შესაბამისად, 32 გუნდი 4 კალათაში შემდეგნაირად გადანაწილდა:
I კალათა: “ბარსელონა” (ესპანეთი), “ჩელსი” (ინგლისი), “ბაიერნი” (გერმანია”), “იუვენტუსი” (იტალია), “ბენფიკა” (პორტუგალია), პსჟ (საფრანგეთი), “ზენიტი” (რუსეთი), “ეინდჰოვენი” (ჰოლანდია)
II კალათა: “რეალი” (ესპანეთი), “ატლეტიკო” (ესპანეთი), “პორტუ” (პორტუგალია), “არსენალი” (ინგლისი), “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი), “ვალენსია” (ესპანეთი), “ლევერკუზენი” (გერმანია), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
III კალათა: “შახტარი” (უკრაინა), “სევილია” (ესპანეთი), “ლიონი” (საფრანგეთი), “დინამო” (უკრაინა), “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), ცსკა (რუსეთი), “გალათასარაი” (თურქეთი), “რომა” (იტალია)
IV კალათა: “ბატე” (ბელორუსი), “გლადბახი” (გერმანია), “ვოლფსბურგი” (გერმანია), “დინამო” (ხორვატია), “მაკაბი” (ისრაელი), “გენტი” (ბელგია), “მალმე” (შვედეთი), “ასტანა” (ყაზახეთი)
წილისყრა თბილისის დროით 19:45 წუთზე დაიწყება.









