ფეხბურთი

22:24 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-შოტლანდიის ბილეთები ორშაბათიდან გაიყიდება

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთები 31 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან გაიყიდება. ბილეთების ყიდვა “დინამო არენას” სალაროებში ოთხი დღის განმავლობაში დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო 4 სექტემბერს, 11:00 საათიდან მატჩის დაწყებამდე.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 15 და 20 ლარი იქნება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა საბოლოო სიას სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს. თამაში კი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172397