პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა “ბაიერნმა” ბუნდესლიგის ცენტრალურ მატჩში 3:0 აჯობა “ლევერკუზენს”. თომას მიულერმა დუბლი შეასრულა – ჯერ დუგლას კოშტას პასით ახლოდან გაიტანა, მერე კი პენალტით. მიუნხენელებმა მესამე გოლიც პენალტით მიითვალეს, ოღონდ, მიულერს ჰეთ-თრიქი არ დაანებეს, არიენ რობენმა დაარტყა. “ფარმაცევტები” ორივე პენალტისას მსაჯს მისდგნენ და მართლაც, საეჭვო იყო დარღვევები, თუმცა ახლა ვერავინ შეცვლის.
პირველი გოლისას ალონსოს გრძელი პასია აღსანიშნავი, დუგლას კოშტამაც კარგად დაამუშავა, თან ჰილბერტსაც გაასწრო და მიულერს ამის შემდეგ გაუკეთა გადაცემა. დუგლას კოშტა მართლაც მშვენიერ მატჩებს ატარებს, დატანჯა ჰილბერტი და ერთ მომენტში ორიგინალური ფინტიც გააკეთა, ისეთი ფინტი, “ალიანს არენა” ოვაციებით ლამის დაინგრა.
არც “ლევერკუზენი” ყოფილა უსაქმოდ, მომენტებში მართლაც კარგად ითამაშა, თუმცა მასპინძელთა კლასს ვერაფერი მოუხერხა. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ როჯერ შმიდტის გუნდმა შუა კვირაში იტალიურ “ლაციოსთან” ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასასვლელი მატჩი და დაღლილიც იქნებოდა. და ისევ მიულერზე, ეს მისი მე-200 მატჩი იყო ბუნდესლიგაში...
“ბაიერნს” 9 ქულა მოუგროვდა და ცხრილს ლიდერობს, თუმცა დიდი შანსია, ხვალ “დორტმუნდმა” “ჰერტას” მოუგოს და ამ შემთხვევაში ორხელისუფლებიანობა იქნება.
ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია “მაინცის” 3:0 მოგება “ჰანოვერთან”. მაინცელებმა იაპონელი შინჯი ოკაზაკი “ლესტერში” კი გაყიდა, მაგრამ ახალი იაპონელი მეგოლე იპოვნეს: იოშინორი მუტო შეიძინეს “ტოკიოდან”. მან ორი ბურთი გაიტანა.
“ინგოლშტადტმა” სეზონში მეორე გასვლითი მატჩიც მოიგო, 1:0 სძლია “აუგსბურგს” და 6 ქულა აქვს. აი, “აინტრახტმაც” იყოჩაღა გასვლაზე, “შტუტგარტი” 4:1 დაამარცხა და თავი გამოიჩინა ჰოლანდიელმა ლუკ კასტაიონოსმა, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
აუგსბურგი - ინგოლშტადტი 0:1 (0:1)
აუგსბურგი: ჰიტცი, ჰონგი, კლავანი, მაქსი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი (მოლდერსი 83), ტობი ვერნერი, ალტინტოპი (ეშვაინი 57), ბობადილია, კაიუბი (მატავჟი 46)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
ინგოლშტადტი: ოზქანი, ჰუბნერი, ლეველსი, მარვინ მატიპი, შუტნერი (ბაუერი 75), გროსი, მორალესი, როჯერი, ლეკი, ჰარტმანი (ლექსი 61), ჰინტერსერი (ბრეგერი 80)
მწვრთნელი: რალფ ჰაიზენჰიუტლი
გოლები: 0:1 ლეკი (63)
გაფრთხილება: კაიუბი (13), ჰონგი (26), ლეკი (41), ჰარტმანი (56), მატიპი (68), მატავჟი (90+3)
მსაჯი: დრესი
ბურთის ფლობა %: 59-41, დარტყმა: 10 (2) – 16 (3), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 3-3
კიოლნი - ჰამბურგი 2:1 (0:0)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (ჰოსინერი 66), სიორენსენი, ჰაინცი, ჰექტორი, ლემანი (იოჟიჩი 58), რისე, მოდესტე, ფიოგტი, ცოლერი (გერჰარდტი 81), ბიტენკური
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
ჰამბურგი: ადლერი (ჰირცელი 40), დიკმაიერი, ოსტრჟოლეკი, სპაჰიჩი, რეისი, ეკდალი, ჰოლტბი (ლასოგა 83), ილიჩევიჩი, გრეგორიჩი, იუნგი (კაცარი 46), შიპლოკი
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
გოლები: 0:1 ჰოლტბი (47), 1:1 ჰოსინერი(76 პენ), 2:1 მოდესტე (81 პენ)
გაფრთხილება: ცოლერი (42), შიპლოკი (50), ეკდალი (55), ფიოგტი (66), რისე (83)
გაძევება: სპაჰიჩი (79)
მსაჯი: აითექინი
ბურთის ფლობა %: 49-51, დარტყმა: 6 (3) – 17 (7), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 4-0, სეივი: 6-1, ჯარიმა: 16-9
დარმშტადტი - ჰოფენჰაიმი 0:0
დარმშტადტი: მატეინია, გარიქსი, კალდიროლამ ჰოლანდი, რაუში, ზულუ, გონდორფი, ჰელერი, ნიმაიერი (იუნგვირტი 83), საილერი (როზენტალი 77), სტროჰ-ენგელი (ვაგნერი 88)
მწვრთნელი: დირკ შუსტერი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კიმი, კადერაბეკი, შარი, ზიულე, პოლანსკი, შვეგლერი (რუდი 66), ციუბერი (შმიდი 65), უტი (ვარგასი 77), ფოლანდი, კურანი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გაფრთხილება: ციუბერი (14), ნიმაიერი (25), უტი (25), გონდორფი (55), გარიქსი (61)
მსაჯი: ფრიტცი
ბურთის ფლობა %: 36-64, დარტყმა: 5 (1) – 15 (2), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-1, ჯარიმა: 12-16
მაინცი - ჰანოვერი 3:0 (2:0)
მაინცი: კარიუსი, ბოლოგუნი (ბროზინსკი 73), ბელი, ბენგსტონი, ბიუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, კლემნსი, ფრაი (ლატცა 8), მალი, მუტო (ნიდერლაიხნერი 87), სამპერიო
მწვრთნელი: მარტინ შმიდტი
ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, ჰიროკი საკაი, სანე, შულცი, ზორგი, კლაუსი (ქარამანი 46), პრიბი, შმიდებახი, ბეკი (მაქსიმინი 46), ბენშოპი (სობეხი 74)
მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი
გოლები: 1:0, 2:0 მუტო (15, 29), 3:0 მალი (47)
გაფრთხილება: პრიბი (67), ზორგი (85)
მსაჯი: შიპელი
ბურთის ფლობა %: 48-52, დარტყმა: 18 (6) – 11 (4), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 4-3, ჯარიმა: 7-12
შტუტგგარტი - აინტრახტი 1:4 (1:2)
შტუტგარტი: ტიტონი, ბაუმგარტლი, ინსუა, შვააბი, დიდავი (ვლახომიდოსი 68), გენტნერი, ჰლუშეკი, სერეი (რუპი 85), ჰარნიკი (ტიმო ვერნერი 46), კოსტიჩი, გინჩეკი
მწვრთნელი: ალექსანდრ ზომიგერი
აინტრახტი: ჰრადეცკი, ჩანდლერი (იგნიოვსკი 46), ოცზიპკა, რუში (აბრაჰამი 46), ამბრანო, აიგნერი, ჰასებე, რაინარტცი, შტენდერა (ვალდშმიდტი 80), სეფეროვიჩი, კასტაინოსი
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლები: 0:1 ჰლუშეკი (11 ავტოგოლი), 1:1 დიდავი (30), 1:2 კასტაინოსი (42), 1:3 სეფეროვიჩი (70 პენ), 1:4 კასტაიონოსი (87)
გაფრთხილება: ჩანდლერი (21), შტენდერა (26), დიდავი (48), აბრაჰამი (50), ჰლუშეკი (86), გინჩეკი (89)
გაძევება: ტიტონი (67)
მსაჯი: დანკერტი
ბურთის ფლობა %: 51-49, დარტყმა: 15 (4) – 16 (4), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 2-8, სეივი: 0-3, ჯარიმა: 19-17
ბაიერნი - ლევერკუზენი 3:0 (1:0)
ბაიერნი: ნოიერი, ალაბა, ბერნატი (დანტე 73), ლამი, ალკანტარა (როდე 83), ალონსო, დუგლას კოშტა, ვიდალი, მიულერი, რობენი (გიოტცე 77), ლევანდოვსკი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტა, ვენდელი (ბიონიში 78), ბელარაბი, ლარს ბენდერი, ჩალჰანოღლუ (რობი კრუზე 61), კრამერი, კისლინგი, მეჰმედი (ბრანდტი 46)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 1:0, 2:0 მიულერი (26, 60 პენ), 3:0 რობენი (71 პენ)
გაფრთხილება: ვენდელი (6), ბერნატი (8), ალკანტარა (19), კრამერი (19), რობი კრუზე (72)
მსაჯი: მაიერი
ბურთის ფლობა %: 56-44, დარტყმა: 9 (5) – 12 (1), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-2, ჯარიმა: 11-16
გიორგი იმერლიშვილი









