ფეხბურთი

14:45 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

მან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში განცხადება სამშაბათს, 14:00 საათზე შეიტანა. კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამომ” წარადგინა, რომლის მეპატრონე რომან ფიფია მას თან ახლდა.

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ჩატარდება და ამჟამად, კობიაშვილის გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატებად ფედერაციის გენერალური მდივანი რეზო არველაძე და უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია არიან დარეგისტრირებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.072671