“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ, შესაძლოა მადრიდის “რეალისგან” კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო მიიღოს.
AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” 24 წლის ფეხბურთელს შეპირდა, რომ ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში მას სწორედ ამ ოდენობის კომპენსაციას გადაუხდიდა.
ახლა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დე ხეა ამ სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერიდან” “რეალში” არ გადავა, ეს საკითხი აქტუალური გახდა.





