ჭადრაკი

10:17 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამჯერად არონიანს გაუმართლა

დასრულდა ჭადრაკში ვაჟთა შორის გრანდიოზული საერთაშორისო ტურნირი „სინკფილდის თასის“ გათამაშება, რომელსაც სენტ-ლუისმა (აშშ) უმასპინძლა.

თუ არ ჩავთვლით მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვლადიმერ კრამნიკს და რამდენიმე წამყვან მოჭადრაკეს, სენტ-ლუისში მსოფლიოს მოქმედი და ექს-ჩემპიონის ჩათვლით ათმა წამყვანმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი. ასეთ გრანდიოზულ ტურნირში იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჯერად იღბალი ლევონ არონიანის მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც 9 შესაძლებელიდან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

„სინკფილდის თასის“ წინა გათამაშების მსგავსად, მთავარ პრიზს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ვერც ამჯერად შესწვდა.მან სამ მოჭადრაკესთან ერთად II-V ადგილები გაინაწილა. რაც შეეხება ექს-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდს, იგი საერთოდ აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდა. ტურნირი კარგად დაიწყო ,,სინკფილდის თასის“ წინა გათამაშების გამარჯვებულმა ვესელინ ტოპალოვმა, მაგრამ აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ VI-VII ადგილები გრიშუკთან გაიყო.

გთავაზობთ ბოლო ტურის ტექნიკურ შედეგებს:

IX ტური

ჰიკარუ ნაკამურა ( აშშ) -ალექსანდრ გრიშუკი ( რუსეთი) 1-0

ვიშვანათან ანანდი ( ინდოეთი)-მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია) 0,5-0,5

ვესელინ ტოპალოვი ( ბულგარეთი) -ლევრონ არონიანი ( სომხეთი) 0,5-0,5

ფაბიანო კარუანა(აშშ)- უესლი სო (აშშ) 0,5-0,5

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი)-ანიშ გირი ( ჰოლანდია) 0,5-0,5

ასპარეზობის ორმა მონაწილემ არონიანმა და გირმა ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.არონიანი- 6 ქულა

2. კარლსენი-5

3. ნაკამურა-5

4.გირი-5

5.ვაშიე-ლაგრავი-5

6. გრიშუკი-4,5

7. ტოპალოვი-4,5

8. ანანდი-3,5

9.კარუანა-3,5

10.სო-3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.211919