UOL News-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფერედერაციამ ლოზანაში მდებარე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის სასჯელი გაასაჩივრა.
სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ 2015 წლის კოპა ამერიკის ტურნირზე კოლუმბიასთან დაპირისპირების დროს კარლოს ბაკასთან იჩხუბა და ფიფამ მოთამაშე ოთხი მატჩით დასაჯა. ეს ყველაფერი ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრის დროს მოხდა. ამის შემდეგ კი ბრაზილიამ მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
ბრაზილიელები იმედოვნებენ, რომ ნეიმარის სასჯელი მინიმუმ ერთ მატჩამდე მაინც შემცირდება. ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ მატჩებს კოსტა რიკის და აშშ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს. ნეიმარს ოფიციალური მატჩები 9 და 14 ოქტომბერს ჩილესა და ვენესუელას წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ელის.







