ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ საღამოს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ და რამდენიმე საათის წინ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოავლინეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ავთანდილ კენჭაძე გავიდა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყირგიზ ულუკმან მამადოვს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მეტოქის ტრავმის გამო უბრძოლველად გავიდა მეთექვსმეტედფინალში. იქ ვიეტნამელ ხუან დინ ნგუიენს 10:0 აჯობა. მერვედფინალში კი აზერბაიჯანელ ტოგრულ ასკაროვთან 2:9 დამარცხდა. ისღა დარჩენოდა, მომგების ფინალში გასვლას დალოდებოდა, მაგრამ ასგაროვი მეოთხედფინალს ვერ გასცდა და კენჭაძეს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
დღეს მსოფლიო კონკურენციაში 61, 86 და 97 კილოგრამებში მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით კი ბექა ლომთაძე (61 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ლას ვეგასი
10 სექტემბერი
65 კგ
1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)
2 იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)
3 სეიედაჰმედ მუჰამედიპანეკოლაეი (ირანი)
3 სოსლან რამონოვი (რუსეთი)







