პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “სამეფო გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის რაულ გონსალესის რეკორდი გაიმეორა და გააუმჯობესა.
“ესპანიოლის” წინააღმდეგ სტუმრად (6:0) მოგებულ პრიმერადივიზიონის მესამე ტურის მატჩში (VIDEO) პორტუგალიელმა 5 გოლი (პენტა-ტრიკი) გაიტანა და ლა ლიგაში 231-ჯერ გამოიჩინა თავი. რაულს 228 გოლი 550 მატჩში ჰქონდა გატანილი, ხოლო პორტუგალიელს ესპანელის რეკორდის გასაუმჯობესებლად 203 შეხვედრა დასჭირდა.
პირველი ტაიმის სტარტიდან 20 წუთში კრიშტიანუ სამი გოლის (7, 17, 20) ავტორი გახდა და კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი შეასრულა.
პრიმერადივიზიონის ბომბარდირთა შორის რონალდუ მეოთხე ადგილზეა. ის მესის (285), ზარას (251) და უგო სანჩესს (234) ჩამორჩება.





