არა, თვალი არ გატყუებთ, არც სიზმარია – ეს ცხადია! იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს რომ ჩახედოთ, პირველს “კიევოს” ამოიკითხავთ, მოქმედ ჩემპიონ “იუვენტუსს” კი მხოლოდ მეთხუთმეტეს და ქულების გრაფაში ერთიანით...
სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდგომ ტურინული გრანდის ქომაგები და არამარტო ისინი ვერონას “კიევოსთან” “ბებერი ქალბატონის” გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ... მაგრამ “იუვემ” მხოლოდ 83-ე წუთზე გაიტანა, ისიც პენალტით (თერმეტმეტრიანი ხუან კუადრადოზე აშკარად იყო) და ისიც მხოლოდ ქულის მომტანი აღმოჩნდა. მთელი თამაში მასიმილიანო ალეგრის გუნდს პრეპარიმ ჰეტემაის დასაწყისშივე გატანილი გოლის გასაქვითად დასჭირდა. “იუვეში” რომ კარგი მდგომარეობა არაა, პირველი ნახევრის მიწურულს მომხდარმა ფაქტმაც ცხადჰყო – გაცხარებული და განაწყენებულმა ტიფოზებმა თავიანთ კუმირებს სტვენა დაუწყეს, ჯიჯი ბუფონი კი რის კაპიტანია, რომ სიტუაცია არ განემუხტა: ჯიჯიმ გულშემატკივრების დამშვიდებისკენ და გუნდის გამხნევებისკენ მოუწოდა!
ისე კი, ტურინელი ქომაგების მდგომარეობაში შესვლა ადვილია – ასეთი ცუდი სტარტი “ბიანკონერის” აქამდე არ ჰქონია და რთულია კარგს შეჩვეული ცუდს შეეგუო... “კიევო” კი ყველასდა გასაკვირად ლიდერია, ოღონდ თანალიდერი, რადგან მოიგო “რომამ” და მასაც 7 ქულა აქვს.
“მგლებმა” “ფროზინონე” პირველი და მეორე ტაიმების დასასრულს გატანილი გოლებით მშვიდად დაამარცხეს. თავი ჯერ იაგო ფალკემ გამოიჩინა, ვინაც ახლო მანძილიდან იხეირა, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შესულმა ხუან იტურბემ ინდივიდუალურად კარგად ითამაშა.
ტურის კიდევ ერთ მატჩში კი ტრადიცია არ დაირღვა: საქმე ისაა, რომ “ჯენოას” ფლორენციაში “ფიორენტინა” ლამის ნახევარი საუკუნუა არ დაუმარცხებია და ამჯერადაც ვერას გახდა. ხუმა ბაბაკარის მეორე ტაიმში გატანილი თავური მასპინძლებს სამი ქულისთვის სრულად ეყოთ.
“ფიორენტინა” – “ჯენოა” 1:0 (0:0) (VIDEO)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 30 000
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, ასტორი, პასკუალი, ალონსო; ბადეი, ვესინო; ბერნარდესკი, ბორხა ვალერო (ბლასშიკოვსკი 80), როსი (კალინიჩი 63), ბაბაკარი (სუარესი 65)
მწვრთნელი: პაულო სოუსა
“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; დე მაიო (პეროტი 73), ბურდისო, იცო; რინკონი, ტინო კოსტა (ჯემაილი 55), ნტჩამი, სისოკო; ლაქსალტი, პანდევი, დიეგო კაპელი (ლაზოვიჩი 77)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლი: 1:0 ბაბაკარი (60)
გაფრთხილება: ვესინო (20), ბადეი (33, 64), ტომოვიჩი (48) – დიეგო კაპელი (12), რინკონი (36), ტინო კოსტა (54), ნტჩამი (54
გაძევება: ბადეი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 12 (1) ბურთის ფლობა: 50%50% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: დანიელე დოვერი
“ფროზინონე” – “რომა” 0:2 (0:1) (VIDEO)
ფროზინონე, “სტადიო კომუნალე”
მაყურებელი: 9 000
“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; ბლანჩარდი, პავლოვიჩი, დიაკიტე, როზი; გუჩერი (სამარკო 20), სოდიმო (ლონგო 89), ტონევი, ჩისბა; ჩიოფანი, დიონისი (ვერდე 77)
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; დე როსი, კეიტა; ჟერვინიო, ტოტი (იტურბე 81), იაგო ფალკე (სალაჰი 69); ჯეკო (ნაინგოლანი 57)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 0:1 იაგო ფალკე (44), 0:2 იტურბე (90)
გაფრთხილება: დიაკიტე (40), პავლოვიჩი (66), როზი (76) – იაგო ფალკე (27), ტოტი (38), დე როსი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 19 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“იუვენტუსი” – “კიევო” 1:1 (0:1) (VIDEO)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 32 000
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; პერეირა, მარკიზიო (პოგბა 46), სტურარო (კუადრადო 65); ერნანესი; დიბალა, მორატა (მანჯუკიჩი 73)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი (დაინელი 59), ცეზარი, გობი; რიგონი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პეპე 73); პალოსკი, მეჯორინი (პინცი 66)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 0:1 ჰეტემაი (6), 1:1 დიბალა (83, პენ)
გაფრთხილება: ერნანესი (35), ალექს სანდრო (49), კუადრადო (90) - კასტრო (21), ბირსა (50), ცეზარი (78), პეპე (82), ბიძარი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მარკო გუიდა









