ფიბას ორგანიზებით, მექსიკაში ამერიკის საკალათბურთო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გუნდები 2016 წლის ოლიმპიადის საგზურისთვისაც იბრძოდნენ. საბოლოოდ ტურნირის ფინალში ვენესუელამ არგენტინა მოულოდნელად ანგარიშით 76:71 დაამარცხა (VIDEO) და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ორივე ნაკრები მომავალ ოლიმპიადაზე ითამაშებს.
ვენესუელამ ისტორიულ შედეგს მიაღწია. გუნდი პირველად გახდა ამერიკის ჩემპიონი და აქამდე მათი მიღწევა მხოლოდ მეორე და მესამე ადგილი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლუის სკოლა აღიარეს. არგენტინელმა აღნიშნული ჯილდო უკვე მეოთხედ (2007, 2009, 2011, 2015) მოიგო. მძიმე ფორვარდის მონაგარი 21.9 ქულა, 10 მოხსნა და 2.7 გადაცემა იყო. საუკეთესო ხუთეულში სკოლასთან ერთად გუსტავო აივონი, ანდრეს ნოჩიონი, ანდრიუ ვიჯინსი, ჰეისლერ გილენი მოხვდნენ.
ტურნირზე ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზონის 4 გუნდი (პუერტო რიკო, დომინიკელთა რესპუბლიკა, კუბა, პანამა) მონაწილეობდა. სამხრეთ ამერიკას ვენესუელა, არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი წარმოადგენდნენ, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკას – კანადა.
ტავდაპირველად ორი ხუთგუნდიანი ჯგუფი შეიქმნა და შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას ბრაზილია და კუბა გამოეთიშნენ. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინამ ვენესუელა ცხრა ქულით დაამარცხა – 77:68.
A ჯგუფი
| 1. | Mმექსიკა | 4 | 4 | 0 | 0 | 0 | 309:255 | 8 | |
| 2. | Dდომინიკელთა რბ | 4 | 2 | 0 | 0 | 2 | 304:291 | 6 | |
| 3. | Pპანამა | 4 | 2 | 0 | 0 | 2 | 301:308 | 6 | |
| 4. | Uურუგვაი | 4 | 1 | 0 | 0 | 3 | 275:303 | 5 | |
| 5. | Bბრაზილია | 4 | 1 | 0 | 0 | 3 | 258:290 | 5 |
B ჯგუფი
| 1. | არგენტინა | 4 | 4 | 0 | 0 | 0 | 358:305 | 8 | |
| 2. | კანადა | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 382:307 | 7 | |
| 3. | ვენესუელა | 4 | 2 | 0 | 0 | 2 | 277:274 | 6 | |
| 4. | პუერტო რიკო | 4 | 1 | 0 | 0 | 3 | 332:338 | 5 | |
| 5. | კუბა | 4 | 0 | 0 | 0 | 4 | 236:361 | 4 |
შემდეგ ეტაპი კანადის გამარჯვებით დასრულდა. არგენტინა მეორეზე გავიდა და ნახევარფინალში მექსიკას შეხვდა, ხოლო ვენესუელა - პირველადგილოსანს. რიოზე მოხვედრის შანსი კი დომინიკელთა რესპუბლიკამ, პანამამ და ურუგვაიმ დაკარგეს.
| 1. | კანადა | 7 | 6 | 0 | 0 | 1 | 707:572 | 13 | |
| 2. | არგენტინა | 7 | 6 | 0 | 0 | 1 | 611:564 | 13 | |
| 3. | მექსიკა | 7 | 6 | 0 | 0 | 1 | 577:530 | 13 | |
| 4. | ვენესუელა | 7 | 3 | 0 | 0 | 4 | 496:502 | 10 | |
| 5. | პუერტო რიკო | 7 | 3 | 0 | 0 | 4 | 583:601 | 10 | |
| 6. | დომინიკელთა რბ | 7 | 2 | 0 | 0 | 5 | 586:602 | 9 | |
| 7. | პანამა | 7 | 1 | 0 | 0 | 6 | 468:576 | 8 | |
| 8. | ურუგვაი | 7 | 1 | 0 | 0 | 6 | 519:600 | 8 |
საბოლოოდ ვენესუელამ ნახევარფინალში ლიდერი კანადა (79:78) დაამარცხა, შემდეგ კი არგენტინას რევანში აუღო და პირველად მოიგო ამერიკის ტურნირი. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კანადამ მასპინძელი 87:86 დაამარცხა.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს. აშშ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონია და შესაბამისად რიოში გასამართი ოლიმპიადისთვის საგზური უკვე განაღდებული აქვს. ბრაზილიის გუნდი კი თამაშებში მონაწილეობას მასპინძლის რანგში შეძლებს, თუმცა აღნიშნულ ჩემპიონატზე გუნდმა მეცხრე ადგილი დაიკავა.
კანადის, მექსიკის და პუერტო რიკოს ნაკრებები მომდევნო წელს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას და შანსი ექნებათ საბოლოოდ რიოს საგზური მოიპოვონ.







