მილანის “ინტერნაციონალემ” დერბი “დელა მადონინა” მოიგო და კალჩოს ზემოდან დაჰყურებს. რობერტო მანჩინის გუნდი სამი ტურის შემდგომ ერთადერთია, რომელსაც ქულა ჯერაც არ დაუკარგავს. ფაქტია, რომ “ნერაძურის” სატრანსფერო პოლიტიკა ამ დროისთვის ამართლებს.
თანაქალაქელ “მილანთან” კი შავ-ლურჯებს ფრედი გუარინის მშვენიერმა გოლმა მოაგებინა და ალბათ, უფრო დამსახურებულადაც, რადგან გოლამდე მასპინძლები მეტოქეს აშკარად ჯობდნენ. შეცვლაზე შესულ მარიო ბალოტელის მატჩის გადარჩენა კი შეეძლო, მაგრამ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში “ინტერი” გახლდათ.
“ნერაძურისთვის ეს 214-ე დერბიში 77-ე გამარჯვება აღმოჩნდა. “მილანში კი სამუშაო აშკარად ბევრია...
სხვა მატჩთაგან გამოსარჩევია “ნაპოლის” მორიგი წარუმატებლობა. მაურიციო სარი მისთვის ერთობ ნაცნობ ადგილს, “ემპოლის” ეწვია და ისევ ვერ მოიგო, ფრე – 2:2. ამ მატჩში ლორენცო ინსინიეს გატანილი გოლის ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს, თუმცაღა, ნეაპოლიტანელებს ეს მხოლოდ ქულითვის ეყოთ.
რომის “ლაციოში” დებიუტი ჰქონდა ალესანდრო მატრის, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა და “უდინეზეს” დუბლი შეუსრულა, თავის გუნდს კი სამი ქულა მოუტანა.
“ვერონა” – “ტორინო” 2:2 (0:0) (VIDEO)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 19 000
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; სუპრაიენი, მორასი, მარკესი, პიზანო; გრეკო, ვივიანი, სალა (იონიტა 84); სილიგარდი (იანკოვიჩი 63), ტონი, გომესი (პაცინი 83)
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, აველარი (იანსონი 16); ბრუნო პერესი, ვივესი, ობი (აკქუა 51), ბაზელი, მოლინარო; ბელოტი (მაქსი ლოპესი 59), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გაფრთხილება: პიზანო (63), ინაკოვიჩი (65), მარკესი (82), ტონი (90), გრეკო (90) - აველარი (11), ბაზელი (90)
გოლები: 1:0 ტონი (49, პენ), 1:1 ბაზელი (66), 2:1 გომესი (71), 2:2 აკქუა (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: (3) – 10 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“ემპოლი” – “ნაპოლი” 2:2 (2:1) (VIDEO)
ემპოლი, “კასტელანი”
მაყურებელი: 9 000
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი (ლაურინი 80), ბარბა, ტონელი, მარიო რუი; კროჩე, დიუსე, ზიელინსკი პარედესი 72); საპონარა; მაკარონე (ლივაია 68), პუჩარელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ნაპოლი” (4-2-3-1): რეინა; მაჯო, ჩირიკეში, ალბიოლი, ჰისაი; ალანი, ვალდიფიორი (ჟორჟინიო 46); გაბიადინი (მერტენსი 65), ჰამშიკი, ინსინიე (კალეხონი 72); იგუაინი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 საპონარა (3), 1:1 ინსინიე (7), 2:1 პუჩარელი (18), 2:2 ალანი (50)
გაფრთხილება: კროჩე (45), ლივაია (71) – ალანი (40), ვალდიფიორი (58), ჟორჟინიო (79), ჰისაი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 17 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:5
მსაჯი: ლუკა ბანტი
“პალერმო” – “კარპი” 2:2 (1:1)
პალერმო, “რეცო ბარბერა”
მაყურებელი: 17 000
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ელ კაუტარი; რისპოლი, ჰილიერმაკი (ტრაიკოვსკი 76), ქუაისონი, იაიალო (მარესკა 83), ლაზაარი; ვასკესი, ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 62)
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“კარპი” (3-5-2): ბენუსი; ძაკარდო, გალიოლო, ბუბნიჩი; ლეტიცია (უოლასი 78), ბიანკო (ლაძარი 82), ლოლო, ფედელე, გაბრიელ სილვა; მბაკოგუ (ბორიელო 62), მატოსი
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
გოლები: 1:0 ჰილიერმაკი (6), 1:1 ვიტიელო (24, ა.გ), 1:2 ბორიელო (64), 2:2 ჯურჯევიჩი (88)
გაფრთხილება: ელ კაუტარი (40), გონსალესი (66), ვიტიელო (89) – გალიოლო (9), ბიანკო (16), გაბრიელ სილვა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 9 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:5
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“სასუოლო” – “ატალანტა” 2:2 (2:2) (VIDEO)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 12 000
“სასულო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, დანკანი; სანსონე (პოლიტანო 64), ფლორო ფლორესი (ფალჩინელი 78), დეფრელი (ფლოკარი 65)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კერუბინი, პალეტა, ბელინი (ტოლოი 80), დრამე; დე რუნი, კარმონა, კურტიჩი (რაიმონდი 56); გომესი (მონაჩელო 70), პინილია, მაქსი მორალესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
გოლები: 0:1 პინილია (13), 1:1 მანიანელი (22), 1:2 პინილია (33), 2:2 ფლორო ფლორესი
გაფრთხილება: დანკანი (26), სანსონე (61), ვრსიალკო (83, 84), მისიროლი (89) – კერუბინი (6), პალეტა (19), ბელინი (23), პინილია (38, 48), ტოლოი (90)
გაძევება: ვრსიალკო (84) – პინილია (48)
გამოუყენებელი პენალტი: სანსონე (7) – მაქსი მორალესი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (9) – 10 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“ლაციო” – “უდინეზე” 2:0 (0:0) (VIDEO)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
მაყურებელი: 34 000
“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, მაურისიო, რადუ; პაროლო, კატალდი; კანდრევა (მატრი 56), მაური (მილინკოვიჩ-სავიჩი 83), ლულიჩი (ანდერსონი 56); კეიტა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, პირისი; ედენილსონი, ბრუნო ფერნანდესი (ბადუ 56), კონე (აგირე 78), იტურა, ადნანი; ძაპატა, ტერო (დი ნატალე 71)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლები: 1:0 მატრი (64), 2:0 მატრი (73)
გაფრთხილება: იტურა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 11 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“ინტერი” – “მილანი” 1:0 (0:0) (VIDEO)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 77 500
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მურილო, მედელი, ჟუან ჟესუსი (ალექს ტელეში 68); გუარინი, კონდოგბია, ფელიპე მელო; იოვეტიჩი (პალასიო 72), იკარდი, პერიშიჩი (რანოკია 85)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; აბატე, რომანიოლი, ძაპატა, დე შილიო; კუჩკა (პოლი 72), მონტოლივო, ბონავენტურა; ჰონდა (ჩერჩი 81); ლუის ადრიანო, ბაკა (ბალოტელი 62)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლი: 1:0 გუარინი (58)
გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი (37), ფელიპე მელო (63) – აბატე (22), ჰონდა (42), კუჩკა (66)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 19 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“სამპდორია” – “ბოლონიას” მატჩი უამინდობის გამო გადაიდო









