სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:56 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორია" მეორე ადგილზე, ედერი - პირველზე

გენუის “სამპდორიამ” “ბოლონია” იტალიის სერია A-ს გადადებულ მატჩში დაამარცხა და მეორე ადგილზე წამოსკუპდა. “სამპამ” გასული სეზონი წარმატებით ჩაატარა და როგორც ჩანს, წლეულსაც იგივეს გეგმვას. ჩინებულ ფორმაში ლიგურიელთა ბრაზილიელი (ნატურალიზებული იტალიელი) თავდამსხმელი ედერი, რომელმაც მესამე თამაშში მეხუთე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ედერმა ანგარიშის გახსნა 75-ე წუთზე მოახერხა, ხოლო რობერტო სორიანომ ანგარიშს დამაჯერებელი სახე ოთხ წუთში მისცა – 2:0.

“ბოლონია” კი “ფროზინონესთან” ერთად ცხრილის ფსკერზე უქულოდაა დალექილი.

“სამპდორია” – “ბოლონია” 2:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კასანი (პერეირა 21), მოისანდერი, სილვესტრე, რეჯინი; ფერნანდო, ბარეტო, ივანი (კორეა 65); სორიანო; ედერი, მურიელი (როდრიგესი 82)

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“ბოლონია” (4-2-3-1): მირანტე; ფერარი, როსეტინი, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი (დიავარა 57), მუნიერი; ჯაკერინი (რიცო 28), ბრიენცა, დონსა (პულგარი 68); დესტრო

მწვრთნელი: დელიო როსი

გოლები: 1:0 ედერი (75), 2:0 სორიანო (79)

გაფრთხილება: რეჯინი (8) – ტაიდერი (11), მაიეტა (45), რიცო (51, 62), როსეტინი (65)

გაძევება: რიცო (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.109774