ფეხბურთი

12:14 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი “ვერიას” იანვარში დატოვებს

საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ვერიას” შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი იანვარში გუნდს დატოვებს.

ამის შესახებ sport24.gr-ი მას მერე იუწყება, რაც საბერძნეთის ჩემპიონატის განვლილ ტურში, პაოკ-თან 0:3 წაგებულ მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი “ვერიას” 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

sport24.gr-ის ინფორმაციით, “ვერიადან” მერებაშვილის წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართველის სათამაშო სტილი გუნდის მთავარი მწვრთნელის გეორგიოს გეორგადისის სათამაშო ფილოსოფიას არ შეესაბამება.

სხვათა შორის, “ვერიაში” გადასვლამდე მერებაშვილს კარიერის თურქულ კლუბში გაგრძელების შანსი ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091823