ფეხბურთი

18:51 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა ისევ ლიდერია, პრემიერლიგას სერია A უახლოვდება

ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ უეფამ მორიგი კალენდარული სათამაშო დღის დასრულების შემდეგ საკლუბო ჩემპიონატების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ლიდერი ისევ ესპანეთის ლა ლიგაა, რომელიც ჩამონათვალს დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე პოზიციას მყარად გერმანიის ბუნდესლიგა ინარჩუნებს, ხოლო სამეულს ინგლისის პრემიერლიგა ასრულებს. თუმცა, ალბიონელებს იტალიის სერია A სულ უფრო და უფრო უახლოვდება, რომელიც თავის მხრივ მეოთხეა.

ცხრილის ზედა ნაწილში ერთადერთი სიახლე ისაა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-მა პორტუგალიის პრიმიერას მეხუთე ადგილი ჩამოართვა.

ქვემოთ კი ევროპის საუკეთესო რვა ჩემპიონატის მაჩვენებლებს ამოიკითხავთ:

1 - ესპანეთი, ლა ლიგა: 86.4 ქულა (4.6 ქულა მიმდინარე სეზონში)

2 - გერმანია, ბუნდესლიგა: 68.1 (4.4)

3 - ინგლისი, პრემიერლიგა: 65.6 (3.6)

4 - იტალია, სერია A: 61.6 (2.6)

5 - საფრანგეთი, ლიგა 1: 45.7 (4.0)

6 - პორტუგალია, პრიმიერა: 45.5 (3.0)

7 - რუსეთი, პრემიერლიგა: 43.6 (4.1)

8 - უკრაინა, პრემიერლიგა: 38.2 (3.2)

...

36 - საქართველო - 8.125 (0,625)

უეფა შედეგებს 2011-2012 წლების სეზონიდან მოყოლებული ადგენს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170179