ფეხბურთი

23:28 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრებმა ევროშესარჩევი მარცხით დაიწყო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეორე ეტაპი მარცხით დაიწყო. ნაკრები იტალიას ქალაქ ლა სპეციაში შეხვდა და ანგარიშით 1:6 დამარცხდა. მატჩს იტალიის ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიოც დაესწრო.

ანგარიში გულნარა გაბელიამ მესამე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმი იტალიამ 3:1 მოიგო, შესვენების შემდეგ კი უპირატესობა კვლავ გაზარდა. ქალთა ნაკრები მომდევნო მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 22 სექტემბერს 19:00 საათზე, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094475